მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესვე გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა – “მონეტარული პოლიტიკის ანგარიში”.
„მედიასთან შეხვედრის პირდაპირ ეთერს უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე – fb.com/NationalBankofGeorgia/
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება