უთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის „კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების“ გამარჯვებულია!
ჟორჟ ბიზეს და კლოდ დებიუსის საერთაშორისო კონკურსებზე, „ორიგინალური კომპოზიციის კატეგორიაში“ გიორგის პირველი ადგილი და 2 ოქროს პრიზი მიენიჭა.
მან, აგრეთვე, დაიმსახურა სპეციალური პრიზები: ბრიტანეთში – „საუკეთესო საშემსრულებლო ტექნიკისათვის“ N4 სონატის შესრულებისას (ჟ. ბიზეს კონკურსი) და საფრანგეთში – „საუკეთესო კრეატიულობისათვის” N5 სონატის შესრულებისას (კ.დებიუსის კონკურსი).
„ვულოცავთ უნიჭიერეს გიორგი არაბიძეს საერთაშორისო აღიარებას კომპოზიციის ხელოვნებაში, სადაც მან უკვე გადადგა პირველი სერიოზული და წარმატებული ნაბიჯები, ვუსურვებთ წინსვლას და ახალ-ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას!“ – წერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.