მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 60%-ის დათვლის შედეგად მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ” (PAS) 43% , ხოლო „პატრიოტულმა ბლოკმა“ – 29% მიიღო.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის შედეგად მოლდოვის მმართველმა პარტიამ პრორუსულ ოპოზიციას გაუსწრო, თუმცა, როგორც ჩანს, ის სასურველ უმრავლესობას ვერ მიაღწევს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 9:00 საათისთვის 1.59 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა დაახლოებით 51,9%-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
მედიის თანახმად, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის “ (PAS) კონკურენტია პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის – „სოციალისტების“ – ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.
