მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ხმების 49.70 %-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 98.42 %-ი

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 98.42 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 49.70 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.
ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.45 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონის ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 8.04 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია – 5.66 პროცენტით.
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.59 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 51.9%-მა მიიღო მონაწილეობა.