მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებს ელიან

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვაში ს მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება.
“გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. ახალი არაფერია, სამწუხაროდ. მათ შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან,” – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა. მაია სანდუს თქმით, კონკრეტულ სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა რისკების შესამცირებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა