მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის კრიმინალთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა პროკურატურა (PCCOCS) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ორი ბრალდებულის დაკავება პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოხდა.
პროკურატურის ცნობით, საქმის ფიგურანტები დანაშაულებს 2023 წლიდან ჩადიოდნენ. ერთ-ერთ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი მაშ შემდეგ, რაც მან თითქოსდა შეაგროვა და უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც “მოლდოვის ინტერესების საზიანოდ” უნდა გამოყენებულიყო.
PCCOCS არ აკონკრეტებს, რომელ უცხო ქვეყნის საელჩოზეა საუბარი და ვინ არის მისი თანამშრომელი.
მეორე დაკავებულ მაღალჩინოსანს მოლდოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში და პირადი სარგებლის მიღების მიზნით ქმედებებში ედება ბრალი. ის ასევე “ინარჩუნებდა კონტაქტს საელჩოს თანამშრომელთან ინფორმაციის შეგროვებისთვის და მისთვის გადაცემისთვის, რათა ის მოლდოვის ინტერესებს წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.”
“რადიო თავისუფლების” რუმინული სამსახურის თანამხად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში ს საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.