მოლდოვას ცესკოს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 98,3%-ი, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მხარი ევროკავშირში გაწევრიანების კურსს დაუჭირა

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული ვექტორის შეტანის მხარდამჭერთა რაოდენობამ მოწინააღმდეგეების რაოდენობას გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.
მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“.
ამასთან, ოქმების 97%-ის დამუშავების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 41,86%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ოპოზიციის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლოა, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, ამომრჩევლების ხმების 26,32%-ი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველოს რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა – მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების პაკეტი, რაც მძიმედ დაარტყამს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და “ქართული ოცნების” ვერტიკალს

ლევან გოგიჩაიშვილი – სუს-მა და შსს-მ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს ჩორჩანაში პროცესი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? ამას დრო გვაჩვენებს