“მოიხოდე, შე ჩემა!” – მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები – გიორგი კეკელიძე

მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები: ,,გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია!” ,,თავი ხელში აიყვანე!” ,,თავს შემოუძახე!” ,,ნახე, გარეთ რა კარგი ამინდია!” ,,მოიხოდე, შე ჩემა!” ,,ნუ ზარმაცობ, წამომყევი, ცოტა ვივარჯიშოთ! ისე, შენა და 100 ლარი ხომ არ გაქვს, რაღაცაზე დამჭირდა” ,,მგონი მოგწონს ასე ყოფნა!” ,,შენ რა გჭირს სადეპრესიო, აბა, გივიმ რა თქვას?” ,,შეხედე იქ რა ხდება, ომია, ხალხს შვილები ეხოცება – შენ რა გადარდებს?” ,,ცოლი (ქმარი) და ერთი შვილი რას დაგხატავდა ახლა, სულ დაგავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა – ჯიუტი ხარ.” ,,ხომ იცი, შენი თავის ფსიქოლოგი შენ ხარ!” ,,სარკესთან დადექი და შენს თავს ელაპარაკე!” ,,დეპრესია – შმეპრესია!” ,,დეპრესიონერა!” მესმის, რომ ზოგჯერ ჩვენი განწყობა ცუდ ინერციას გულისხმობს და დიდწილად ,,ავლიპა, ავლიპას!” შეძახილს ეფუძნება, მაგრამ იცოდეთ, რომ მენტალური პრობლემების რთული, კლინიკური ფაზა არის ფსიქიკური და ბიო-ქიმიური დარღვევების კომბინაცია, რომელიც მეთოდური და კომბინაციური ხერხებით იკურნება. ,,ვარჯიში და ჩქარი ტაში” კარგია, ძალიან კარგი – მაგრამ ეს მერე, მერე როცა დიდი მორევს მოერევით. მერე უკვე სხვა ცურვა უნდა ისწავლოთ, თორემ მორევს ეგ წესი აქვს – უკან გითხოვთ. მერე უკვე მართლა შენ ხარ საკუთარი თავის ფსიქოლოგი და მეტიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ