მოვუწოდებთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების – პუბლიკას, ტაბულასა დააპრილის ჟურნალისტებს – ალექსნდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს.
საერთაშოისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვენებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნელბისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო” – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ