„მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს“ – აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ

მას შემდეგ რაც პროევროპული აქციის მონაწილეების მიერ “ქართული ოცნებისთვის” მიცემული დრო, ერთი საათი ამოიწურა, მოქალაქეები კანცელარიისკენ დაიძრნენ.
ამ წუთიდან მოვლენების ეპიცენტრი ირაკლი კობახიძის სამსახური ხდება.
ერთი საათის წინ, რატი ამაღლობელმა, რომელიც აქციის სპიკერია, თქვა, რომ ხელისუფლებას 1 საათს აძლევენ, რათა რუსული კანონის უკან გაიტანონ.
„ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან ცუცქირიძემ.
ამ წუთისთვის აქციის ორგანიზატორებმა ორი მოთხოვნა წამოაყენაეს – გაიტანონ კანონი და გაანთავისუფლონ ყვცელა დაკავებული

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება

EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი