მნიშვნელოვანი, ძლიერი, პოზიტიური გზავნილები – ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა ჩვენი მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით

მნიშვნელოვანი, ძლიერი, პოზიტიური გზავნილები – ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა ჩვენი მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით
მნიშვნელოვანი, ძლიერი, პოზიტიური გზავნილები – ისევე, როგორც გუშინ, დღევანდელი ერთობლივი პრესკონფერენციაც ასეთი მესიჯებით იყო სავსე. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა ჩვენი მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ნატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენციის შეფასებისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ასეთივე ძლიერი და პოზიტიური გზავნილები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან, რომელიც გუშინაც და დღესაც საუბრობდა ტერიტორიულ მთლიანობაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ მაღალი ტრიბუნიდან იმის აღნიშვნა, თუ რა კონტრიბუცია შეაქვს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მისივე თქმით, ნატო-ს არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ არის ჩართული ისე ამ პროცესებში, როგორც საქართველო.
„მადლობა უნდა ვუთხრათ მას, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა იმის შესახებ, თუ რა კონტრიბუცია შეგვაქვს ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობაში, როდესაც მეორე მხრიდან, კონკრეტული თანამდებობის პირებისგან მთლად მეგობრული დამოკიდებულება არ არის ხოლმე, მაგალითად, სთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები ვართ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია.
ჩვენ გავხსენით სკოლები, ბაღები უკრაინელი მოსწავლეებისთვის, უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ მას და კონტრიბუციაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რაც შეტანილი გვაქვს ნატო-სთან ურთიერთობაში.
ნატო-ს არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ არის ჩართული ისე ამ პროცესებში, როგორც საქართველო. სამწუხაროდ რამდენიმე ათეული ჩვენი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ადამიანი არის დაჭრილი, დასახიჩრებული და ეს არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირებმა გაიღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის და ნატო-სთან პარტნიორობისთვის, მაგრამ ძალიან კარგია, რომ უმაღლესი ტრიბუნიდან ნატო-ს გენერალური მდივანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მკაფიო მესიჯებს უშვებს, აფასებს ამ ყველაფერს და ბუნებრივია, ჩვენი დამოკიდებულებაც არის მეგობრული და შემხვედრი.
ასეთივე ძლიერი და პოზიტიური გზავნილები იყო როგორც გუშინ, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, რომელიც გუშინაც და დღესაც ლაპარაკობდა ტერიტორიულ მთლიანობაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. არ ყოფილა შემთხვევითი წარსულში არცერთი მესიჯი, რომლიდანაც ჩვენ ვიგებთ, რომ ნატო-სთან, ევროკავშირთან არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა, როგორც ეს არის დღეს და მიუხედავად იმისა, ვისაც რა საუბარი ან მესიჯების გახმოვანება არ უნდა სურდეს, ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და საქართველო ამ რეალობაში წინ მიდის ორივე მიმართულებით. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და საქართველოს მთავრობა და მისი ხელისუფლება ამ დავალების შესაბამისად მოქმედებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: საქართველო არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა ნატო-სთან, ევროკავშირთან, როგორც დღეს, ვისაც რა მესიჯების გახმოვანება არ უნდა სურდეს, ეს არის ფაქტი, რეალობა და საქართველო ამ რეალობაში წინ მიდის ორივე მიმართულებით

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი