მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეკონომიკური კუთხითაც თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი – ირაკლი კობახიძე

შარშან, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რამაც თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო, ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
“ჩვენი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი.” – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას