მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა – ის გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

“ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩეული ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის ნიუ-იორკში ვიზირის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
როგორც ყაველაშვილის ადმინისტრაცია იტყობინება, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
ის ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც -ის პრეზიდენტ სა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ის, რომ საქართველოს გაეროში არა „ქართული ოცნების“ მთავარობის მეთაური , არამედ მიხეილ ყაველაშვილი წარადგენდა, ამის შესახებ პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი.
ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ასე უმჯობესია“. მისივე განმარტებით, ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 9 სექტემბერს გაიხსნა, მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გენერალური დებატები კი 23-29 სექტემბერს შედგება.
ირაკლი კობახიძემ ასამბლეაზე საქართველო გასულ წელს წარადგინა – ამ დროს პრეზიდენტი ჯერ კიდევ იყო, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია