მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება – სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება – ამიტომ, სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს, – ასე პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია “საქართველოსთვის” მოთხოვნას სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შესახებ.
სარჯველაძის აზრით, გიორგი გახარიას პარტიის აღნიშნული ინიციატივა მათი და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსის შენიღბვის მცდელობაა.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას – მათ შორის გახარიას პარტიას ვერ მივიჩნევთ.
მათი მხრიდან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც გახარიას პოლიტიკურ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” გააჩნია.
აღნიშნული ინიციატივით გამოსვლის მიზანი ეს შეიძლება იყოს. ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან თანამშრომლობს – ასე დაიწყო გახარიას პარტიამ მოღვაწეობა, ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”