– გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც მან ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.
„ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება. ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი, რომელიც ასევე იქნა გადაყვანილი. უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ მოქალაქეებზე მეტად აქვთ ტრავმები. პოლიციელებს აღენიშნებათ ტრავმები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი. ყველას მოვუწოდებ დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი