მიხეილ სააკაშვილი – რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება – ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ივანიშვილი კი ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყანას კეტავს, ხოლო გასაღებს კრემლს გადასცემს.
„პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის.
ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები.
რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება.
ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს.
გადამწყვეტი ბრძოლის დროა!” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.
ცნობისთვის, პარლამენტმა ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ