– პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში ს ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც

ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას – პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს – პუტინი ცდილობს, ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა ა შეტევაზე.
“პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში! ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატო-ს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.
პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან ს ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა ა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.
თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც,” – წერს სააკაშვილი.