მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, „ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, მის ე.წ. განაჩენსა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის“.
„მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. რატომღაც, ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, ჩემს ე.წ. განაჩენსა და სინამდვილეში სასამართლო მკვლელობასა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის, სადამდე უნდა ვიყოთ ასე მიამიტები?“ – წერს სააკაშვილი.
