მიხეილ დაუშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ ინფორმაციაზე – დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად

დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „საქართველოსთვის“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამ დროისთვის საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, თუ რა შემადგენლობით გადის არჩევნებზე. მისივე თქმით, იმის ფონზე, რომ პარტიებმა ჯერ არ იციან, თუ რა მდგომარეობით წარდგებიან არჩევნებზე, მინისტრთა კაბინეტის განაწილებაზე საუბარი არასერიოზულია.
„დღეს ეს „ნიუსი“ რომ წავიკითხე, ბევრი ვიცინე, თანაც გულიანად. მე ამას როგორც ხუმრობას, ისე ვუყურებ. ცუდად არ გამიგოს საზოგადოებამ. სიტუაციას კი არ დავცინი, უბრალოდ რაც წავიკითხე, თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით, სერიოზულად ვერ აღვიქვი.
ახლა თებერვალია და არჩევნები არის ოქტომბერში. ერთადერთი საპარლამენტო პარტია, რომელსაც ნათქვამი აქვს, თუ როგორ გადის არჩევნებზე, ვართ ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არავისთან არ ვერთიანდებით და არავისთან კოალიციას არ ვკრავთ. მაგალითად, „ქართული ოცნება“ მარტო გადის თუ „ხალხის ძალასთან“ ერთად? ანდაც „ნაციონალური მოძრაობა“, მინისტრთა კაბინეტი რომ გაინაწილეს, რამდენ ნაწილად იშლებიან არჩევნებისთვის? ამიტომ გეუბნებით, რომ ჩრდილოვან კაბინეტზე მსჯელობა არასერიოზულია“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად ან განიხილება, თავდაცვის მინისტრად , ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …