მიხაილ როთი – მას შემდეგ, რაც მომიტინგეები სასტიკად სცემეს და დააკავეს, ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აპატიმრებენ – ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ!

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევად აფასებს.
„მას შემდეგ, რაც მომიტინგეები სასტიკად სცემეს და დააკავეს, ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აპატიმრებენ. ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ!“- წერს როთი X-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში