მიხაილ როთი თბილისშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე საქართველოში იმყოფება. მიხაილ როთი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ჟურნალისტების შეკითხვები მან აეროპორტში უპასუხოდ დატოვა. ცნობილია, რომ დაგეგმილია მისი შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მიხაილ როთი ღიად აკრიტიკებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
ცნობილია, რომ როთის ვიზიტი თბილისსა და ერევანში 16-18 სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მაისში ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი გერმანელი კანონმდებელი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. გააკეთა არაერთი განცხადება, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?