მიხაილო პოდოლიაკი: მოსკოვში, “კროკუს სითიში” ტერაქტებთან, სროლასთან, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს

ს მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

ს მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტეორირსტული ქმედებები მოხდა – მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გამოუყენებია ომის წარმოების ტერორისტული მეთოდები და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მარტის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებებს ავრცელებდნენ.

“ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ “კროკუს სითიში” ტერაქტებთან ან სროლასთან, ან როგორც დაარქმევთ, უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს,” – განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” სროლისა და ხანძრის შედეგად , ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში ახსენა და განაცხადა, რომ რომ თუკი “კიევის ტეეორისტების” კავშირი დადგინდება, ყველა უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი “იდეოლოგიური შთამაგონებლები” და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …