“მიხაილოვში აღმოჩნდა სასტიკად ნაცემი” – პოლიციის მიერ აქციიდან გატაცებული და ნაცემი ადამიანი იპოვეს

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, წერს, რომ ადამიანი, ვისაც ეძებდნენ იპოვეს სასტიკად ნაცემი კლინიკაში.
ხალხო, ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ აქციაზე თინუშას ძიძის ბიძაშვილი, გელა ნადირაძე, რომელიც ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა. ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო. გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ. ყველაზე დიდი იმედია, რომ ვინმემ შეიფარა სახლში. სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, ადამიანის გადამალვა, სახელის დარქმევა არ მგონია გაგიჭირდეთ, – წერდა ფანჯიკიძე.
ინფორმაციის განახლების შემდეგ, ფანჯიკიძე, წერს:
იპოვეს!!! მიხაილოვში აღმოჩნდა დაზიანებული ნეკნებით და სასტიკად ნაცემი. როგორც იქნა, პასუხი გასცეს ახლობლებს. გამთენია მიუყვანია პოლიციას. უდიდესი მადლობა ყველას.
ცნობისთვის, დაზიანებულ, ნაცემ, გატაცებულ და შემდეგ კლინიკებში ნაპოვნ ადამიანებზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, და ოცნების მაღალჩინოსნები, ისე უტიფრად უარჰყოფენ ძალადობას, ან მოქალაქეების ცემას, თითქოს, ფოტო–ვიდეო მტკიცებულებებს და ამდენ მოწმეებს სადმე გაექცევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები