მიწის ნაკვეთი პაპაშვილი-ივანიშვილის მეზობლად – არშემდგარი აუქციონის შემდეგ აბასთუმანში საბავშვო ბაღი 1 მლნ-ით ნაკლებად იყიდება

დაბა აბასთუმანში, ასათიანის ასათიანის ქN2-ში მდებარე 6168 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საბავშვო ბაღის შენობასთან ერთად იყიდება. საწყისი ფასი 3 131 236 ლარია.
საპრივატიზაციოდ წარმოდგენილ შენობა-ნაგებობაში განთვსებულია საბავშვო ბაღი, შემსყიდველი ვალდებულია მაისის ბოლომდე ხელი არ შეუშალოს საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას.
აუქციონის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა არის სარემონტო და ამ პერიოდისთვის მასში განთავსებულია საბავშვო ბაღი. გამოცხადებულია პირობიანი ელექტრონული აუქციონი და უძრავი ქონების შეძენის შემდგომ შემსყიდველი ვალდებულია მაისის ბოლომდე ხელი არ შეუშალოს საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას.
წინა აუქციონი 2023 წლის 29 სექტემბერს დასრულდა, თუმცა უშედეგოდ. მასზე არცერთი შეთავაზება არ იყო წარმოდგენილი. მაშინდელი ფასი 4 283 496 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარეობს ს „ქართუს“ და ლაშა პაპაშვილის კომპანიების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც მასშტაბური პროექტები ხორციელდება.