“მიშას დროს, როგორც უმრავლეს მეუფეებს, მასაც აჩუქეს პრადო… გაყიდა და იყიდა 3000 დოლარიანი ჯიპი, იმ ფულით ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა” – რას წერს მეუფე ისაიაზე თეოლოგი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად მე­უ­ფე წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზებს ერი­დე­ბა და კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს, მისი პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახალ სა­ფიქ­რალს აჩენს. ვინ არის მღვდელმთა­ვა­რი, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მოღ­ვა­წე­ობს და რა­ტომ იქცა მისი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი გან­ხილ­ვის საგ­ნად?

ის­ტო­რი­კო­სი ბექა კო­ბა­ხი­ძე იხ­სე­ნებს:

– ბევ­რი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია მე­უ­ფე ისა­ი­ა­ზე, რო­გორც თვითმხილ­ველს. ნელ-ნელა ვი­ტყვი ალ­ბათ.

ერთი მათ­გა­ნი:

რო­გორც უმ­რავ­ლეს მე­უ­ფე­ებს, მი­შას დროს მა­საც აჩუ­ქეს პრა­დო. გა­ყი­და ეს პრა­დო და იყი­და 3000 დო­ლა­რი­ა­ნი ჯიპი, ისიც იმი­ტომ რომ მისი ეპარ­ქი­ი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბი მთებ­ში და მი­უ­ვალ გზებ­ზეა. არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბე­ბის გამ­ყოფ ქედ­ზე, ზედ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე არის სა­მე­ბის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ერთი ბერი ცხოვ­რობ­და. მე­უ­ფე ისა­ი­ამ წაგ­ვიყ­ვა­ნა ამ მო­ნას­ტერ­ში თა­ვი­სი და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი მან­ქა­ნით. გზა­ში წყა­ლი აუ­დუღ­და, ძლივს ავე­დით.

რა­ტომ გა­ყი­და პრა­დოს ჯიპი? ნი­ქო­ზის სკო­ლას ავ­ტო­ბუ­სი უყი­და.

ეს რომ პო­პუ­ლიზ­მის­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია მოწ­მობს ის, რომ აქე­დან გა­ვი­და 17 წელი და ამ ის­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად კი­თხუ­ლობთ.

ბევრ სხვა­საც მოვ­ყვე­ბი, რაც ამ ადა­მი­ან­ში და­გარ­წმუ­ნებთ”.