მიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით – ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან..

Sportall.ge აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე საუბარს და ახლა წარმოგიდგენთ სამ ფორვარდს, რომლებიც ტოპლიგებში გამოდიან, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში ჯერ გადამწყვეტი სიტყვა არ უთქვამთ; გერმანიის სტადიონებზე შედეგიანი თამაშის შემთხვევში, მათი სატრანსფერო ფასი გაიზრდება, დაინტერესებას უფრო დიდი კლუბები, მათ შორის გრანდებიც, გამოთქვამენ და გულშემატკივართა რაოდენობაც გაეზრდრებათ…
რასაც ბოლო შეხვედრებში მიქაუტაძე აკეთებს, ეს “მეცის” საკუთარი მხრევით გადარჩენა და გასავარდნი ზონიდან “ამოთრევაა”. გიორგის ამსტერდამის “აიაქსში” შანსი გაუგებრად არ მისცეს და ის ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. ადრე მან ბელგიურ “სერენს” ელიტაში ადგილი მოუპოვა.
23 წლის
ქართველ ფორვარდს ლიგა 1-ში 10 შედეგიანი დარტყმა აქვს. “ჟორჟი” ტექნიკურია, ბურთს სწარაფად ამუშავებს და ოსტატურად ურტყამს. 176 სმ სიმაღლის ფორვარდის სატრანსფერო ფასი ახლა 9 მილიონი ევროა, ისე კი “აიაქსმა” წინა ზაფხულს მასში ოციც კი გადაიხადა.
მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში მას შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა, რაც ვილი სანიოლმა ტაქტიკური სქემა შეცვალა და “ჯვაროსნები” შეტევაში შანსს მხოლოდ მაღალი ჩაწოდებებით არ ეძებენ. გიორგი მოძრავია და ფლანგზე გადასვლაც შეუძლია.
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მიქაუტაძეს მეორე ტაიმში ათამაშებს, როცა მოწინააღმდეგის მცვლები დაღლილები არიან, მის გუნდს კი შეტევაში გაძლიერება სჭირდება. საბერძნეთთან ფინალურ მატჩშიც ვნახეთ, “მეცის” ფორვარდს რა კარგად შეუძლია, ბურთი მოწინააღმდეგის კართან ახლოს ჩაჭრას, მოიპოვოს და ხიფათი შექმნას.
სლოვენიის ნაკრებს შეტევაში ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, “ლაიფციგის” 20 წლის ფეხბურთელი ბენჟამიმ სესკო. მას “ზალცბურგშიც” ბევრი გაქჰონდა, წელს კი გერმანიის ბუნდესლიგაში მოწინააღმდეგეთა კარი ათჯერ დალაშქრა, გაუტანა “ბაიერნსაც”.
სესკოს ნაკრებშიც გააქვს და მნიშვნელოვან დროს. ასე გადაარჩინა გუნდი წაგებას მალტასთან, საკვალიფიკაციოში ასე საჭირო გოლი ყაზახეთს გაუტანა…
ბენჟამინი ტანმაღალია (195 სმ) და გასაგებია, მასთან ორთაბრძოლები ყველას გაუჭირდება. ევროს შემდეგ, სლოვენიელს “არსენალს” უკავშირებენ, ასე რომ, გერმანიაში გოლების გატანა ამ საქმეს უფრო დაეხმარება. სატრანსფერო ფასი 40 მილიონო ევროა.
“ჟირონა” ესპანეთში რომ ტოლს არავის უდებს და მესამე ადგილზეა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი არტემ დოვბუკსაც აქვს, მის ანგარიშზე 18 გოლი და 5 შედეგინი პასია.
26 წლის ფორვარდს ტოპდონეზე თამაში დაუგვიანდა. ის უკრაინიდან ჯერ ში გადაბარგდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაფრის ანაზღაურება შეძლო და ახლა მისი მთავარი მიზანია, ამ შედეგებით გრანდების ყურადღება მიიქციოს.
მარტის სანაკრებო მატჩებში დოვბუკმა ბოსნიას გაუტანა, ისლანდიასთან კი მისმა კონკურენტმა, “ვალენსიელმა” იარემჩუკმა ითამაშა.
189 სმ სიმაღლის დოვბუკის დატრანფერო ფასი 30 “ლიმონია”, ევროპის ჩემპიონატმა კი მისი გაზრდა უნდა შეძლოს.