“მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან” – მამუკა მდინარაძის განცადება

“მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან” – მამუკა მდინარაძის განცადება
“ჩვენ შევძელით ამ წლების განმავლობაში მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, საბოლოო ჯამში შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან და იმ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო მათ შორის სავსე მესიჯებით, სხვა კონკრეტულ ასპექტებთან ერთად, რომელთა მიხედვითაც საქართველო შეინარჩუნებს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დეოკუპაცია, რაც ეროვნული ამოცანა და მიზანია, დეოკუპაცია, რომელიც ამ მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად არის მხოლოდ შესაძლებელი და მისგან დამოუკიდებლად წარმოუდგენელია იყოს. ჩვენ როდესაც ვამბობთ და როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები ერთობლივად შეეხება ამ მთავარ მესიჯებს – მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დეოკუპაცია და ევროკავშირის წევრობა – ეს მესიჯები განიხილება მხოლოდ ერთობლიობაში და არ განიხილება ერთმანეთის ხარჯზე, რომელიმეს გამორიცხვით ან რომელიმეს დათმობით. არასოდეს საქართველო არ დათმობს არც თავის ტერიტორიას, არც ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას, არც მშვიდობას და განვითარებას და არც ეკონომიკურ წინსვლას. საქართველო მაშინ იქნება წარმატებული და მაშინ მართლაც ახდება ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ერთად მივაღწევთ. ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს და პოზიტიური გზავნილი ერთიორად სასიხარულოა როდესაც ვამბობთ, როდესაც ჩვენი ევროპელი მეგობრები – უმაღლესი წარმომადგენელი ბატონი ბორელი და სხვა ლიდერები ევროკავშირისა, ევროპისა, ამბობენ რომ საქართველო არის ახლოს ამ მიზნებთან, მან უნდა შეასრულოს კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენ ყოველ დღე წინ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და პრინციპულად, ღირსების, ეროვნული საკითხების დაცვით წინ მივიწევთ ევროპისაკენ“

აღნიშნული განცხადება ს ეკუთვნის. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე აკეთებს კომენტარს.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი