„მისგან ვერც ჟანა დარკი გამოდნება, ვერც ქართლის დედა და ვერც მაია წყნეთელი“ – ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
„ნუ ხართ გულუბრყვილოები ვისაც განსაკუთრებული და ილუზორული მოლოდინები გქონდათ ან ჯერ კიდევ გაქვთ სალომე ზურაბიშვილისგან. მისგან ვერც ჟანა დარკი გამოდნება, ვერც ქართლის დედა და ვერც მაია წყნეთელი. არც ბარიკადებზეა ამსვლელი და არ მეკვლედ ივარგებს. მისი ფასეულობა ამ მომენტში ზუსტად ისაა, რასაც კარგად ართმევს თავს – ინსტიტუციის ლეგიტიმაცია და პროცესის მხარდაჭერის მიღება დასავლეთისგან. მათთან სალაპარაკო “ენა” კი მშვენივრად იცის და მხოლოდ მაგაზე უნდა გვქონდეს მოლოდინი, თორემ თავიდანვე სასაცილოდ ჟღერდა დასახელება “არჩევნებში გამარჯვებულ პარტიათა პრეზიდენტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)