მირიან მირიანაშვილი – ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი – საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.
– ბატონო მირიან, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი მ განაცხადა – „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა აზვირთდა.
5 დღე ეს ტალღა მძვინვარებს და რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ ძალოვნების დაუნდობენ ბრძოლას საზოგადოებასთან, რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღამ საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, – იმისთვის რომ დასავლელი პარტნიორებისთვის „ქართულ ოცნებასთან“ შანტაჟის ენით საუბრის საშუალება არ მიგვეცა, ამიტომ გავაკეთეთ ეს განცხადებაო. ვიცოდით, რომ 16 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, უარყოფითი იქნებოდა და ამის გამოყენებას ოპოზიცია შეეცდებოდაო.
უარი კი არ გვითქვამს ევროკავშირზე, არამედ გადავავადეთო. 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული თბილისში ბევრი საპროტესტო აქციები გვინახავს, მაგრამ იმის მსგავსი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, არა. 9 აპრილიც გვახსოვს, როცა სსრკ ძალოვნები უსწორდებოდნენ ქართველ პატრიოტებს, მაგრამ, ახლა როცა ქართველ ძალოვნების ქმედებას ვადევნებთ თვალს, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები ჩნდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ქუჩაში ხდება კობახიძის განცხადებისა და იმ განმარტების შემდეგაც, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოვისმინეთ?
– უფრო მკაფიოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ის, რაც დღეს ხდება და რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, მშრალი კონსტრუქცია რომ შევაფასოთ, – ეს არის ქართველი ერის ბრძოლა ს წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისთვის. რეალურად ახლა ეს ხდება. შესაძლოა, დეტალები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამ მთავარ სურათს არ ცვლის. ის რაც დღეს ხდება, ასევე უნდა შევაფასოთ, როგორც ამ ბრძოლის ფრაგმენტი. პოლიტიკური კურსი რომელზეც ხელისუფლება დადგა, კობახიძის განცხადებით არ იწყება.
ეს არის ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისთვის. რეალურად ახლა ეს ხდება. შესაძლოა, დეტალები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამ მთავარ სურათს არ ცვლის. ის რაც დღეს ხდება, ასევე უნდა შევაფასოთ, როგორც ამ ბრძოლის ფრაგმენტი
ანალიზის კონტექსტში უფრო უპრიანი იქნებოდა შევაფასოთ ვითარების სიმძიმე და პერსპექტივები. რაც შეეხება სიმძიმის ხარისხს – ეს არის უპრეცედენტო დაპირისპირების ფორმა. არ მინდა ხალხი შევაშინო, მაგრამ სიმძაფრით რუსთაველზე 1991 წლის სამოქალაქო ომი მახსენდება. შემდეგ რუსთაველზე დემონსტრაციები ბევრი გვახსოვს, მაგრამ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების არც მასშტაბით და არც ხარისხით არც შინაგანი დრამატიზმით, რასაკვირველია, ამის მსგავსი არც ერთი არ იყო. შესაბამისად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ იქნება მარტივი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული და დიდი დაპირისპირების ეპიცენტრში ვართ. ახლა იხსნება ჩვენს თვალწინ კვანძი – საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე იურიდიულად გავფორმდებით თუ არა რუსეთის სატელიტად.
რუსთაველზე დემონსტარციები ბევრი გვახსოვს, მაგრამ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების არც მასშტაბით და არც ხარისხით არც შინაგანი დრამატიზმით, რასაკვირველია, ამის მსგავსი არც ერთი არ იყო
ჩვენ, ქართველ ერს გვექნება თუ არა საგარეო სუვერენიტეტისა და შესაბამისად პოლიტიკური კურსის, ან საერთოდ, რაიმე კურსი არჩევანის შესაძლებლობა მომავალშიი ევროპასთან ინტეგრაცია აქ თავის თავად მოაზრებადია. დღევანდელი მოვლენები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფრაგმენტი გახლავთ.
– ამ ვითარებას დრამატიზმს მატებს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს არ გამოიყენონ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მეტიც, ითქვა, რომ ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს.
ფაქტია, რომ ძალიან მძიმე შეფასებებს ვისმენთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან. ამ კრიტიკაზე მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადებები, აქაოდა, აშშ-ს წარმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობაო, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ ევროსტრუქტურების ახალი ხელმძღვანელობისაგანაც მივიღეთ კრიტიკა. შინ და გარეთ დიდ გაუგებრობაში ვართ.
ასეთ რთულ ვითარებაში ნორმალური ადამიანები გამოსავლის ძებნას იწყებენ ხოლმე, მაგრამ, რასაც ვადევნებთ თვალს, ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რიტორიკას ცვლილებები არ ეტყობა.
ეს კი ამყარებს ბევრის მოსაზრებას იმაზე, რომ ხელისუფლებამ თავად მოახდინა საპროტესტო ტალღის აგორება, რომ საზოგადოება დაიღალოს და 14 რომელიღაცისთვის პრეზიდენტის „არჩევის“ დღეს წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდეს… რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საპროტესტო ტალღის აგორება ახლა თავად ხელისუფლებას აწყობდა?
– თუ ფაქტებს დავეყრდნობით, ვერ გავექცევით იმ მოსაზრებას რომ აქციების დრამატულად განვითარება მოხდა მას შემდეგ, რაც მ გააკეთა განცხადება. ეს იმდენად უდავო ფაქტი გახლავთ, რომ ამ თემაზე დავასაც კი აზრი არ აქვს. პრობლემა სხვა რამეშია, როცა ასეთ მოცემულობას ვიღებთ, რატომ გააკეთა კობახიძემ ეს განცხადებები? ეს უნებლიეთ დაემართა, თუ იდეური შიგთავსი იყო ისეთი, რომ ეს განცხადებები უნდა გაეკეთებინა? თუ სხვა კვალი უნდა ვეძებოთ. ფაქტობრივად, ზედაპირზე დევს ერთი რამ – საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდის პოლიტიკურ კურსს ზოგადად, სახელად ჰქვია „ტრამპის მოლოდინი“. ხელისუფლებამ მთელი ფსონები ტრამპის პრეზიდენტობაზე დადო.
საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდის პოლიტიკურ კურსს ზოგადად, სახელად ჰქვია „ტრამპის მოლოდინი“. ხელისუფლებამ მთელი ფსონები ტრამპის პრეზიდენტობაზე დადო
თუ ტრამპის ბოლო განცხადებებით ვიმსჯელებთ, ის იმედები, რომ ტრამპი დაარეგულირებს რუსეთთან ურთიერთობას და ამის პარალელურად ევროპელების „აგრესიული კურსი“ საქართველოსთან მიმართებაში იქნება განეიტრალებული და საქართველოს ხელისუფლებას კომფორტულად მიეცემა შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება, ვითომ ტრამპი მოგვცემს ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ილუზია.
ტრამპის ბოლო პერიოდის კურსი მკაფიოდ მიუთითებს რომ ჩინეთთან ერთად იგი აშშ-ს ნომერ პირველ მტრად ასახელებს ბრიქსს. ბოლო სამი დღეა უწყვეტ რეჟიმში ვუსმენ ტრამპის გამოსვლებს, რომებშიც იგი ბრიქსს მუდმივად ემუქრება დოლარის ალტერნატივის შემოღებისთვის, სანქციების დაწესებით ემუქრება ყველას, ასევე ტარიფების 10-%-ით გაზრდას და აშშ-ს ბაზრებიდან გაძევებით ემუქრება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგი მსოფლიო ფინანსური ბაზრის თავზე დამხობით ემუქრება პარტნიორებს.
ტრამპის ბოლო პერიოდის კურსი მკაფიოდ მიუთითებს რომ ჩინეთთან ერთად იგი აშშ-ს ნომერ პირველ მტრად ასახელებს ბრიქსს. იგი ბრიქსს მუდმივად ემუქრება დოლარის ალტერნატივის შემოღებისთვის, სანქციების დაწესებით ემუქრება ყველას, ასევე ტარიფების 10-%-ით გაზრდას და აშშ-ს ბაზრებიდან გაძევებით ემუქრება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგი მსოფლიო ფინანსური ბაზრის თავზე დამხობით ემუქრება პარტნიორებს
– თუ ამას დავიმატებთ იმას, რომ თურქეთს საშუალებას აძლევს გააქტიურდეს სირიაში და შეავიწროვეს რუსეთი ამ ქვეყანაში…
– დიახ, ტრამპის არჩევასთან ერთად ხელ-ფეხი გაეხსნა ერდოღანს იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპის არჩევამ სერიოზულად შეზღუდა ირანი სირიაში, რის გამოც ერდოღანს მიეცა შანსი დაეკავებინა სირიის ჩრდილოეთი ნაწილი. იქიდან რუსეთის გამოძევება რუსეთის რეპუტაციისთვის წარმოუდგენელი მორალური და პოლიტიკური დარტყმაა.
ანტირუსული მოქმედებები ტრამპის მხრიდან ტესტია ასევე სთან მიმართებაში. რაც რუსეთმა 4 წლიანი სამხედრო კამპანიების შედეგად სირიაში თავისი გავლენის სფერო ჩამოაყალიბა, კრემლმა 4 დღეში დაკარგა. პროთურქულმა პროქსი ძალებმა დაიკავეს უკვე ალეპო და მალე სირიის სიდიდით მესამე ქალაქ ხომს დაიკავებენ.
რაც რუსეთმა 4 წლიანი სამხედრო კამპანიების შედეგად სირიაში თავისი გავლენის სფერო ჩამოაყალიბა, კრემლმა 4 დღეში დაკარგა. პროთურქულმა პროქსი ძალებმა დაიკავეს უკვე ალეპო და მალე სირიის სიდიდით მესამე ქალაქ ხომს დაიკავებენ
საიდან დაასკვნა ჩვენმა ხელისუფლებამ რომ ტრამპის პრესი რუსეთზე უკრაინაში, სირიაში ეს ერთი მოცემულობაა და ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში სხვა გეგმით იმოქმედებს, მე ვერ ვხდები.
ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – ტრამპზე ფსონის დადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მცდარი იდეა იყო. ამას შესაძლოა. ძალიან დიდ კატაკლიზმამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ტრამპზე ფსონის დადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მცდარი იდეა იყო. ამას შესაძლოა. ძალიან დიდ კატაკლიზმამდე შეიძლება მიგვიყვანოს
– პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა.
ვითარებაში როცა „ქართული ოცნება“ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იგი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბევრი თვლის, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით განმუხტოს ვითარება, მაგრამ, ამის მოლოდინი, რეალურად, არც არავის აქვს.
იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა აღმოვჩნდით, რა ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება არსებობდეს?
– თავი არ უნდა მოვიტყუოთ, საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ უნდა შევაფასოთ. ამ ინსტიტუტის პირადი ნება 0-ის ფარგლებშია. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით რაიმე სამართლებრივი შედეგის დადგომა არარეალურია.
თავი არ უნდა მოვიტყუოთ, საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ უნდა შევაფასოთ. ამ ინსტიტუციის პირადი ნება 0-ის ფარგლებშია. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით რაიმე სამართლებრივი შედეგის დადგომა არარეალურია
ეს ზურაბიშვილმაც კარგად იცოდა, მაგრამ ეს ფორმალური ნაბიჯი მაინც გადადგა. მაგრამ, ის რაც უახლოეს ხანებში ს ირგვლივ განვითარდება წმინდა პოლიტიკურ კონტექსტში და არა სამართლებრივში, მდგომარეობს იმაში, რომ სავარაუდოდ, დასავლეთი, ზურაბიშვილის „მემკვიდრეს“ პრეზიდენტად არ აღიარებს და პრეზიდენტის სტატუსი ზურაბიშვილს შერჩება. დასავლეთის თვალში ასე იქნება. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე სცენარია, საქართველოსათვისაც, მაგრამ ასეთია ობიექტური რეალობა.
დასავლეთი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის იმ ფუნქციას, რომელიც პრეზიდენტს აქვს, უფრთხის გადააბაროს „ქართულ ოცნებას“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილს.
სავარაუდოდ, დასავლეთი, ზურაბიშვილის „მემკვიდრეს“ პრეზიდენტად არ აღიარებს და პრეზიდენტის სტატუსი ზურაბიშვილს შერჩება. დასავლეთის თვალში ასე იქნება. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე სცენარია, საქართველოსათვისაც, მაგრამ ასეთია ობიექტური რეალობა
შარშან მარტიდან, თქვენთან ინტერვიუებში გამოვთქვი აზრი, რომ დასავლეთს ტყუილად არ გაუჟღერებია რიგგარეშე ს იდეა. ამიტომ იყო რომ რიგგარეშე არჩევნების თემამ მოძებნა თავისი ადგილი „ქართულ ქარტიაში“. დასავლეთმა უფრო ადრე დაიჭირა თადარიგი ამ არჩევნებთან მიმართებაში, ვიდრე ეს პოლიტიკურად გახდა თვალნათელი საზოგადოებისთვის. ჯერ კიდევ მარტის თვეში ჩამოყალიბდა დასავლური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დასავლეთი არჩევნებში პატარა გადაცდომასაც კი ივანიშვილს არ აპატიებდნენ. ეს 50 ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული კონსენსუსია, საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაპირისპირება უწევს მთელ დასავლურ სამყაროს დიდ ნაწილთან.
ჯერ კიდევ მარტის თვეში ჩამოყალიბდა დასავლური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დასავლეთი არჩევნებში პატარა გადაცდომასაც კი ივანიშვილს არ აპატიებდნენ
დასავლეთთან დაპირისპირებაში იმის იმედად ყოფნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე ჩიხიდან გამოიყვანს, ინსტიტუციურად შეუძლებელი ხდება. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ზურაბიშვილი გახდება დასავლეთისთვის ის დასაყრდენი, რომელსაც სამართლებრივად გამოიყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
დასავლეთი ოპოზიციურ პარტიებზე ფსონს არ დადებს, რადგან მის პოლიტიკურ მედეგობაში სერიოზული ეჭვი ეპარება. დასავლეთი არჩევნებში მხარს უჭერდა პროდასავლურ ოპოზიციას კი არა პროდასავლურ ელექტორატს. დასავლეთისთვის სამართლებრივი პლაცდარმი სალომე ზურაბიშვილი იქნება.
დასავლეთი ოპოზიციურ პარტიებზე ფსონს არ დადებს, რადგან მის პოლიტიკურ მედეგობაში სერიოზული ეჭვი ეპარება. დასავლეთი არჩევნებში მხარს უჭერდა პროდასავლურ ოპოზიციას კი არა პროდასავლურ ელექტორატს. დასავლეთისთვის სამართლებრივი პლაცდარმი სალომე ზურაბიშვილი იქნება
– როგორც ჩანს, ამ კრიზისიდან გამოსვლის საკმაოდ გრძელი გზა გვექნება გასავლელი…
– ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 20 იანვრამდე დარჩენილია თითქმის 50 დღე. საქართველოში ესკალაციის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ამ დროს მანძილზე ბევრი პოლიტიკური მოულოდნელობები ვნახოთ. მაგრამ, ამავე დროს დიდი იქნება რისკებიც და საფრთხეებიც.
50 დღეში პოლიტიკური ნავიგაციის ისე დალაგება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იყოს, ძნელი წარგვდგენია. 20 იანვრის შემდეგ აშშ პრეზიდენტ ტრამპისთვის საქართველოს თემა არ იქნება წამყვანი. პოლიტიკური მიამიტობაა იმაზე ფიქრი რომ ტრამპი „ქართული ოცნების“ შველის გეგმის რეალიზებას დაიწყებს. ხელისუფლებამ თავად უნდა შეძლოს დაალაგოს ურთიერთობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე აშშ-ს ადმინისტრაციასთანაც.
50 დღეში პოლიტიკური ნავიგაციის ისე დალაგება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იყოს, ძნელი წარმოდგენია 20 იანვრის შემდეგ აშშ პრეზიდენტ ტრამპისთვის საქართველოს თემა არ იქნება წამყვანი. პოლიტიკური მიამიტობაა იმაზე ფიქრი რომ ტრამპი „ქართული ოცნების“ შველის გეგმის რეალიზებას დაიწყებს. ხელისუფლებამ თავად უნდა შეძლოს დაალაგოს ურთიერთობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე აშშ-ს ადმინისტრაციასთანაც
ერთი რამაა თვალშისაცემი და ეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა – აშშ-ს სიღრმისეულმა სახელმწიფომ უფლებამოსილებები გადააბარა ტრამპს, მოხდა ბაიდენსა და ტრამპს შორის გარკვეული გარიგება. ბაიდენმა ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენა. აშშ-ს სიღრმისეულმა სახელმწიფომ ტრამპის აგრესიულ პოლიტიკაზე დადო სფონი. ამ აგრესიული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა რუსეთის მორჯულება. ამ კონტექსტში რუსეთის სატელიტად გაფორმებულ ხელისუფლებას, როგორ უნდა უშველოს ტრამპმა, გაუგებარია.
ვამბობდი და გავიმეორებ – ტრამპი ბევრ რამეს დაუთბობს რუსეთს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჩაეხსნება ორ მთავარ კონკურენტს – ჩინეთსა და ირანს. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს ამის რესურსი არ აქვს. დღეს რუსეთი ჩინეთის დახმარებით ომობს და არსებობს.
ტრამპი ბევრ რამეს დაუთბობს რუსეთს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჩაეხსნება ორ მთავარ კონკურენტს – ჩინეთსა და ირანს. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს ამის რესურსი არ აქვს. დღეს რუსეთი ჩინეთის დახმარებით ომობს და არსებობს
ამიტომ, ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების დადებული ფსონი ტრამპზე არის პოლიტიკურად გაუმართლებელი, შეცდომა. ეს ყველაფერი ძალიან დიდი რისკების მატარებელი იქნება როგორც 20 იანვრამდე, ისე 20 იანვრის შემდეგ. საქართველოს მოსახლეობისა და ახალგაზრდობის შემართება და ენერგეტიკა, რომელიც ამ სოციუმმა შეიძლება თავისი დამოუკიდებლობისთვის გაიღოს, აღმოჩნდა რომ არის ამოუწურავი.
ამ მოცემულობაში იმ ბუნდოვანი პოლიტიკური კურსის გატარება, რომლის დეტალებზე საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ ამბობს.
4 წელი, რაც ჩვენ ევროკავშირზე ვიყავი მიბმული, ინსტიტუციურად გაწერილი იყო, დატვირთული იყო ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ნაბიჯებით. თუ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური კურსი როგორი იქნება? მსოფლიო პოლიტიკაში 4 წლიანი პაუზის აღება გაუგებარია. ამ პაუზის რისკი სწორედ რუსეთის სატელიტობაა. ამაზე ქართველი ერი თანახმა არ არის.
საქართველოს ხელისუფლების დადებული ფსონი ტრამპზე არის პოლიტიკურად გაუმართლებელი, შეცდომა. ეს ყველაფერი ძალიან დიდი რისკების მატარებელი იქნება როგორც 20 იანვრამდე, ისე 20 იანვრის შემდეგ
დღეს როცა გადამწყვეტი დრო დადგა, 1921 და 1991 წლისგან განსხვავებით დასავლეთი მზად არის რუსეთს დაუპირისპირდეს და ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს სერიოზულად დაუდგეს გვერდით. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მცირე დრო დარჩა იმისთვის, რომ რეალისტური პოლიტიკური კურსი ჩამოაყალიბოს კრიზისის დეესკალაციისათვის.
დღეს როცა გადამწყვეტი დრო დადგა, 1921 და 1991 წლისგან განსხვავებით დასავლეთი მზად არის რუსეთს დაუპირისპირდეს და ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს სერიოზულად დაუდგეს გვერდით. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მცირე დრო დარჩა იმისთვის, რომ რეალისტური პოლიტიკური კურსი ჩამოაყალიბოს კრიზისის დეესკალაციისათვის
იმედი ვიქონიოთ რომ რაღაც საღი გონება გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ერის ნების ხელყოფის რესურს მე ვერ ვხედავ. ასეთ სიტუაციაში ქართველები ყოველთვის იმარჯვებდნენ ხოლმე. როდესაც შიგნით ენერგეტიკა იყო ძალიან დიდი და გარედან დასავლეთი გვეხმარებოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი