მირიამ ლექსმანი – თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღება ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს

თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღება ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს აახლოებს „პუტინის რუსეთთან“.
„ქართული ოცნების მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ შემოიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. ფაქტია, რომ ეს კანონი, რომლის განხილვა ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, იგივე შინაარსისაა, რადგან არღვევს კომისიის რეკომენდაციებს. ეს კანონი არის იგივე რაც მოქმედებს პუტინის რუსეთში და მას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობის გაძლიერებასა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლასთან. შემოთავაზებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას“, – აღნიშნა ლექსმანმა.
ევროპარლამენტარმა გააფრთხილა მმართველი გუნდი, რომ თუ კანონი მიიღება ქართველი ხალხის სურვილის და კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, ვროკავშირისგან მკაფიო რეაგირება გარანტირებული იქნება.
„თუ კანონი მიიღება ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა “გავყინოთ” საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი გახსნის ეტაპი.; მეორე, საქართველოსთვის ნებისმიერი მომავალი ფინანსური დახმარება განპირობებული იყოს უნდა ამ კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] გაუქმებით და ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ს წინააღმდეგ და გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი“, – განაცხადა ლექსმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი