ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამანტა პაუერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღნიშნულ პანელზე.
„რამდენიმე დღის წინ, მე მივიღე მოწვევა, პირადად ქალბატონი სამანტა პაუერის მხრიდან, და მისი თხოვნით მივიღე მონაწილეობა ამ პანელზე. ამ პანელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეს საკითხი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ან ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ეს ეხება ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მათ ჯანმრთელობას და სწორედ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ პანელზე რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც წარმოაჩნეს საქართველოს წარმატების მაგალითი, იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი“, – განაცხადა პრემიერმა.