მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 1670 ადამიანი. ამასთან, ელიან, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამაშველო სამსახურები „უზარმაზარი ზარალის“ შესახებ იუწყებიან.
28 მარტს პირველი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე – 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც იგრძნობოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ