მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბაქოს ციხეში შიმშილობს

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (იგივე პრემიერ-მინისტრი) რუბენ ვარნი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის სექტემბერში დააკავა, ბაქოს ციხეში შიმშილობს. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ვარდანიანის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.
“უკანონოდ დაკავებული ქველმოქმედის რუბენ ვარდანიანის ოჯახის ინფორმაციით, ვარდანიანი შიმშილობს და ბაქოში უკანონოდ დაკავებული მისი და სხვა სომეხი პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ვარდანიანმა შიმშილობა დაიწყო 5 აპრილს, რის შემდეგაც ” ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარები შეწყდა.”
გამოცემა Hetq-ის თანახმად, ვარდანიანმა შიმშილობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მას და მის ადვოკატს უარი ეთქვათ დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ არაერთ თხოვნაზე. რუბენ ვარდანიანის სასამართლო სხდომა თავდაპირველად იანვარში იყო ჩანიშნული, თუმცა შემდეგ მაისში გადაიდო.
ვარდანიანს ბრალად ედება სამი ბრალდება: ტერორიზმის დაფინანსება; უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ან ჯგუფების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ვარდანიანის ოჯახმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
· ვარდანიანი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ფლობდა საინვესტიციო ბანკსა და აქტივების მართვის კომპანიას “ტროიკა დიალოგი”, რომელიც შემდეგ ს ყველაზე მსხვილმა სახელმწიფო ბანკმა Sberbank-მა 1.4 მილიარდ დოლარად იყიდა. საინვესტიციო ბანკის გარდა ვარდანიანს არაერთი რუსული კერძო თუ სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში ეკავა თანამდებობა. მათ შორის , „როსგოსტრახში“ – რუსეთის უდიდეს სადაზღვევო კომპანიაში, „კამაზში“, შერემეტიევოს აეროპორტში.
· 2021 წელს ვარდანიანმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სომხეთში დაბრუნდა. უკვე 2022 წელს კი ყარაბაღში გადავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტისგან, არაიკ არუთუნიანისგან, შესთავაზება მიიღო დაეკავებინა ე.წ. სახელმწიფო მინისტრის, იგივე პრემიერ-მინისტრის პოსტი. ვარდანიანი შარშან სექტემბერში ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
· საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ტერიტორიის ნაწილზე ბაქომ კონტროლი დაიბრუნა 2020 წელს წარმოებული ომის შედეგად. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ახალი შეტევა და უკვე მეორე დღეს სომხურმა ფორმირებებმა ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადეს. რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 100 ათას ადამიანზე მეტი – გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიშით. აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.
· 2024 წლის 1 იანვარს ფორმალურად შეწყვიტა არსებობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ – რომლის დაარსებაც 30 წელზე მეტი დროის წინ გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, და რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს