“მთელი საუბარი ტყუილია… ეს იდეა ავადმყოფობაა… მიშას გამო ტიროდა და ციხემ როგორ იმოქმედა ასე…” – მეგრელიშვილი გვარამიაზე ინტერვიუს შემდეგ

დეპუტატმა, “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელმაც გუშინ ს უმასპინძლა და საკუთარ გადაცემაში, კითხვები დაუსვა, დღეს ახალ ვიდეოში, სადაც ჰერმან საბოსთან ერთად რამდენიმე საკითხს და მათ შორის, გუშინ, ნიკა გვარამიასთან საუბარს განიხილავდა, განაცხადა:
გასაგებია, ადამიანს ყველაზე პოპულარული ტელეარხი ებარა და ჩვენ ფიზიკურად არ ვარსებობდით ამ არხის არეალში. ჩემთვის ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. წარმოიდგინე, ეს ადამიანი ჯერ იყო ციხეში, ახლა გამოვიდა და იძახის, ნაციონალური მოძრაობა აღარ ვარო. ციხეში ალბათ, რაღაცეები გადააფასა, მაგრამ რაღაცნაირად, მკაფიო, გასაგები უნდა ყოფილიყო ის ისტორია, რასაც მოყვებოდა. ოპოზიციური სპექტრი როგორ ლაგდება, ეს იყო საინტერესო, ამ დალაგებაში, ამ ადამიანს აქვს რაღაცა როლი, იმიტომ რომ კიდევ ერთი ჯგუფი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტელევიზია დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ადამიანის სახით. მე მაინტერესებს როგორ დაკონფიგურირდება ეს ველი, თუ ესენი ესე დარჩებიან, როგორც დღეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქოცების თამაშია, ქოცების სასარგებლო კონსტრუქციაა მეორე მხარეს. თუ ორ ჯგუფად დალაგდებიან ნაცები და მიშაც იტყვის, ორი ნაცები არიან და ორივესთან ვითანამშრომლებ, ორივეს ექნება ბარიერის გადალახვის ამბავი და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, ესეც გასაგებია, მაგრამ ნიკამ რაც მომიყვა, იყო სრულიად გაუგებარი, როგორც ჩანს, ჯაფარასთან და მელიასთან ლაპარაკობს, ყოფილ ნაცებთან, მაგრამ რით იქნება განსხვავება ნაცებისგან – ეს გაუგებარია, როგორც ჩანს, ახსნა არ აქვს, რადგან კონსტრუქციაზე არ არიან შეთანხმებულნი, მართლა ვერ იქნებიან. არ არის პასუხი იმაზე, რას ნიშნავს მეორე ნაცები. ერთი ნაცები მიშაა… თან მითხრა, მიშას უნდა დავუპირისპირდეო, ფაქტიურად… ადამიანი მიშას გამო ტიროდა თავის ეთერებში და მთელი ამბავი იყო, ციხემ როგორ იმოქმედა ასე, რომ მიშასთან დამოკიდებულება ასე შეიცვალა? შეიცვალა, შეიცვალა, მაგრამ მაშინ აქეთ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ხომ? ახლა კამათს აზრიც არ გააცნია, იმიტომ შეიძლება საერთოდ ვერ დალაგდნენ, საერთოდ სხვა კონსტრუქცია აღმოჩნდეს. ყველაფერი შეიძლება ვთქვა, რომ ტყუილი იყო, მთელი ჩვენი საუბარი, არალოგიკური იყო ბევრ საკითხზე. ბევრ საკითხს შევეხეთ და თუ ღრმად შეხვიდოდი, ნებისმიერ საკითხზე ჩხუბი უნდა მოგვსვლოდა. თუ გადაიაზრა, მაშინ სხვანაირად უნდა იქცეოდეს, მათ შორის, რაღაცეებზე ბოდიშია მოსახდელი, რაღაცეები ასაღიარებელია, რომ მართლა ასე იყო, მთავარი პრობლემა ის იყო, რაც რუსთავი2–მა გააკეთა, ნიუსებს ჩვენ ვქმნითო, ანუ, რეალურ ცხოვრებაში კი არ ხდება რაღაცა, არამედ ნიუსებს ჩვენ ვქმნითო, ეს იდეა, რომ ტელევიზიას შეუძლია, ნაცვლად რეალური ცხოვრებისა, თვითონ მოიგონოს რა არის მნიშვნელოვანი და რა არის უმნიშვნელო, ეს არის ყველაზე დიდი ავადმყოფობა, რამაც შექმნა პარტიული ტელევიზიები ზოგადად, ამ ნარატივზე შეიქმნა, რომ ყველა ტელევიზია პარტიულია, აქედან წამოსული ამბავია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი