მთავრობის სხდომაზე პრემიერი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს

დღეს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობითა და მთავრობის ახალი შემადგენლობით, პირველი სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს, ასევე რამდენიმე თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.
მთავრობის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. შეცვალა.