მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ეროვნული ნაკრების წევრების ფოტოკოლაჟის ინსტალაციით განათდა.
კანცელარიის შენობაზე ინსტალაცია 20:00 საათზე აინთო და 00:00 სააათამდე იქნება.
ინსტალაცია ეძღვნება გუშინდელ საფეხბურთო მატჩს, რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.