გასული წლის სექტემბერში კახეთში დასეტყვილი ვენახების მფლობელებზე ჯამში 9,5 მლნ ლარზე მეტი გაიცა

2023 წლის სექტემბერში კახეთში დასეტყვილი ვენახების მფლობელებზე ჯამში 9,5 მლნ ლარზე მეტი გაიცა.
კერძოდ, 2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი და გადამმუშავებელ საწარმოში არ ჩაუბარებიათ ყურძენი, გაიცა ერთჯერადი დახმარება, დაზიანებული ვენახის ყოველ ერთ ჰექტარზე 3,500 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა.
სულ პროგრამის ფარგლებში:
კახეთის რეგიონში ჯამში სეტყვის შედეგად დაზარალებულ 5,833 ბენეფიციარს ჩაერიცხა ჯამში – 9,598,252.95 ლარი, რომლითაც ანაზღაურდა 3,634 ჰა ფართობზე დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი, კერძოდ:
• გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 2,476 ბენეფიციარს ჩაერიცხა 3,790,564.45 ლარი, ანაზღაურდა 1,490 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი;
• თელავის მუნიციპალიტეტი – 969 ბენეფიციარს ჩაერიცხა 2,045,275.15 ლარი, ანაზღაურდა 778 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი;
• ყვარლის მუნიციპალიტეტი – 1,453 ბენეფიციარს ჩაერიცხა 2,220,482.63 ლარი, ანაზღაურდა 840 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის
მოსავალი;
• ახმეტის მუნიციპალიტეტი – 59 ბენეფიციარს ჩაერიცხა 81,376.80 ლარი, ანაზღაურდა 26 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი;
• ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 499 ბენეფიციარს ჩაერიცხა 614,879.28 ლარი, ანაზღაურდა 216 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის
მოსავალი;
• სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 377 ბენეფიციარს ჩაერიცხა 845,674.65 ლარი, ანაზღაურდა 284 ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის
მოსავალი.
ჯამში 2023 წელს პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 2 და 17 სექტემბერს, სეტყვის შედეგად დაზარალებულმა 5,833 ფერმერმა/ბენეფიციარმა დახმარების სახით ჯამში მიიღო 9,598,252.95 ლარი. დასეტყვილმა ფართობმა, რომელზეც გაიცა დახმარება, ჯამში შეადგინა 3,634 ჰა.