მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მაღაროელები „საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ“ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მაღაროელები საპროტესტო მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ“ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ მოითხოვენ, რომ მათი პრობლემით დაინტერესდნენ და შესაბამისად გააშუქონ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მშრომელებს გაუმარჯოთ“, „მაღაროელებს გაუმარჯოთ“.
მაღაროელებმა პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს დაიწყეს. ისინი მთავრობას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და უწყვეტ აქციებს აანონსებენ.