„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე ტარდება“, – განაცხადა მ.
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია