მე ჯერ არ მინახავს გაეროს მხრიდან ისეთი ძალისხმევა, როგორსაც ვისურვებდი – ბენიამინ ნეთანიაჰუ

პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში არასათანადო რეაგირებაში გაეროს ადანაშაულებს.
ს თქმით, ორგანიზაციის თანამშრომლები პალესტინელი დევნილებისთვის ტვირთის ჩასატანად მითითებულ „უსაფრთხო ზონამდე“ არც კი მივიდნენ.
განცხადება ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა იერუსალიმში ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს რომ მშვიდობიანი მოსახლეობას ზიანი არ მიადგეს, „ჰამასი“ კი მათ ცოცხალ ფარად იყენებს.
„მსხვერპლის რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში იკლებს, ჩვენი მიზანია ასეთ ფაქტების საერთოდ არ მოხდეს. სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას სამოქალაქო პირებს სამხრეთისკენ გადანაცვლებისკენ მოვიწოდებთ. იქ გადასულებს ჰუმანიტარული დახმარებას ვაწვდით. ახლა იქ საკვებით წყლითა და მედიკამენტებით 150 სატვირთო მიემართება. მე ჯერ არ მინახავს გაეროს მხრიდან ისეთი ძალისხმევა, როგორსაც ვისურვებდი. ზამთარი ახლოვდება, ისინი კი უსაფრთხო ზონებამდე არც კი მიდიან, რომ კარვების ბანაკები მაინც მოაწყონ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ – ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!