“მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი…” – რას ამბობს ნინო ქათამაძე

“კვი­რის პა­ლიტ­რა” მომღერალ, ნინო ქათამაძეს ესაუბრა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წარ­დგა მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე, რო­გორც “დამ­ნა­შა­ვე.”

“იმას, რაც სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და, მე ფარსს და­ვარ­ქმევ­დი, სპექ­ტაკლს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხრა­ვე ჩვენ­გან­მა გულ­წრფე­ლად თქვა, მო­სა­მარ­თლის სახ­ლთან იმი­ტომ დავ­დე­ქით, რომ ჩვე­ნი ხმა გა­ე­გო­ნა, არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა…”

ანუ მო­სა­მარ­თლეს უთხა­რით, რომ არ იცო­დით, თუ ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იყო?

“კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა, რომ მი­დი­ხარ და აფუ­ჭებ რა­მეს, ან შე­უ­ვარ­დი სახ­ლში, რა­ღაც და­უნ­გრიე ან დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­აღ­ვი­ძე. ჩვენ დი­ლის 11 სა­ა­თის მერე მი­ვე­დით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, ისე ვდგა­ვართ, რომ ტრო­ტუ­არს არ ვცდე­ბით. იქ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, ეს და­ნა­შა­უ­ლი­აო, ხმაც არ ამო­უ­ღი­ათ. ეს იყო მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი პრო­ტეს­ტი… რო­დე­საც ჩვენს მო­ტივ­ზე ვი­წყებ­დით სა­უ­ბარს, მო­სა­მარ­თლე გვა­ჩე­რებ­და, საქ­მის ირ­გვლივ ისა­უბ­რე­თო.

რომ არ გვყო­ლო­და მა­გა­რი იუ­რის­ტე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი წინა პი­რო­ბა იყო, რომ და­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნეთ. მე ცი­ხის­თვის მზად ვი­ყა­ვი, ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჩან­თით მი­ვე­დი…თუ ისე მოხ­და, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ დაგ­ვა­ჯა­რი­მეს, ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­კან­ში ვხვდე­ბით, ანუ პრობ­ლე­მას გვიქ­მნი­ან, რომ აღარ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, არ ვიხ­მა­უ­როთ…”- ამბობს ნინო ქათამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე