“მე რომ მიშა არ მომწონს, მაგიტომ დამყარდა დიქტატურა?” – გიორგი თავდგირიძე

ერთი ქალბატონი გვსაყვედურობს, მიშა რომ არ გინდათ იმიტომ ვართ ამ დღეშიო. მაგრამ, მიშა არ უნდათ ნაცებს დიდ ნაწილს, რომლებიც გადაბარგდნენ ოცნებაში, ნაცების მეორე ნაწილსაც არ უნდათ მიშა და რამდენიმე პარტია შექმნეს ცალკე. და ჰოი საოცრება, მიშა არ უნდათ თვით მიშას პარტიის წევრ ნაცებსაც. ამიტომ მაქვს შეკითხვა-გაოცება, მე რომ მიშა არ მომწონს, მე, ვისაც ამის არანაირი მორალური და ფაქტობრივი ვალდებულება არ მაქვს, მაგიტომ დამყარდა დიქტატურა? იქნებ ჯერ დაფიქრდეთ რას ბჟუტურებთ და მერე გადმოგვაფრქვიოთ სიბრძნეები. რაკი მთავარი პრობლემა დიქტატურაა, ივანიშვილის დიქტატურა, აღარ ჩავუღრმავდები ვინ ებრძოდა “ერთობის” ერთიანობას და ვინ ხლართავდა ინტრიგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს