“მე იმ დედის შვილი ვარ, რომელიც 3 წელია უკრაინაში ცხოვრებს და მეუბნები რომ ასეთ დროს სახლში ვიჯდე?!” – ლიკა კვარაცხელია

მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში, არ ვიცი როგორი იყო იმჟამინდელო ყოფა, არც საკუთარ თავზე გამომიცდია ის ტანჯვა და ტკივილი, რომელსაც ჩემი ქვეყანა მონობაში “განიცდიდა” მაგრამ წამიკითხავს , მსმენია იმ ხალხზე, იმ დაჩიავებულ, დაბეჩავებულ ხალხზე, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა….
მართალია არ მტკენია მაშინ, მაგრამ მტკივა ახლა, მტკივა ყოველ დილით ….
როდესაც ადამიანებს დედის ზარი უხარიათ და აბედნიერებთ , მე შიშს მგვრის, ვაითუ რა უნდა მითხრას დედამ ?! იქნებ ბოლოჯერ მელაპარაკება საერთოდ ?! მე იმ დედის შვილი ვარ რომელიც 3 წელია ში ცხოვრებს , იქ სადაც გამუდმებით სირენების ზუზუნია , გამუდმებით იხოცებიან, და შენ, დედაჩემი, მეუბნები რომ ასეთ დროს სახლში ვიჯდე?! მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები?!
მაშ, რატომ ვსწავლობთ ვაჟას , ილიას, აკაკის?! რატომ ვიზუთხავთ მათ ნაწარმოებებსა და წარსულს?! რატომ ვსწავლობ საერთოდ ს უნივერსიტეტში, იმ ადამიანი უნივერსიტეტში, რომელიც ს რეპრესიებს ემსხვერპლა ?! არა დედა, თუ ჩემს სამშობლოს დასჯირდება, არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ადამიანი ვიქნები, და შემდეგ ვერც მომავალი იურისტი …

ასევე დაგაინტერესებთ