მე თუ არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება – ტრამპი

აცხადებს, რომ თუ ის ნოემბრის არჩევნებში არ გაიმარჯვებს, „სისხლის ნიაღვარი“ დადგება. ამის შესახებ მან ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთთან სავაჭრო ომის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა.
„ახლა თუ მე არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება, ეს ყველაზე მცირე იქნება. დადგება სისხლის ნიაღვარი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ