მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა. ელექტრონულ კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიის წევრებმა არჩევანი Green Studio-ზე შეაჩერა. დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა მიეცათ.
„მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ კიდევ ერთი ახალი დიდი პროექტის განხორციელებას. მესტიის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის მქონე შენობის კონცეპტ დიზაინი წარმოგვიდგინა. რაც მიგვაჩნია, რომ სრულად შეესაბამება ადგილობრივ ლანდშაპტსა და მეტეოროლოგიურ პირობებს. ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
„კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.
კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ