,, მერიამ გასული წლის ბიუჯეტიდან 200 მლნ ვერ აითვისა ერთადერთი მიზნით, ეს თანხები წინასაარჩევნოდ გამოიყენონ” – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა:
„იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობებში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, როდესაც უამრავ ადამიანს უარს ეუბნებიან ელემენტარული წამლების ან ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ მ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით,რომ აღნიშნული 200 მილიონი გადმოიტანოს მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებით წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი.
ისევ და ისევ მერიაში იზრდება დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, მარტო ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ემატება 100 ადამიანი, რომელზეც დამატებით თბილისელებმა ორ ნახევარზე მეტი მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ და ჯამში მერიის შრომის ანაზღაურება გხდება 130 მილიონი ლარი. ასევე, მაშინ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ გადასახადები, მედიკამენტები, ყველაფერი გაძვირებულია, ამ დროს კახი კალაძე კვლავ და კვლავ ზრდის ჯარიმების გეგმას და 10 მილიონით იზრდება ჯარიმების გეგმა და წელს თბილისელებისგან ის აპირებს, რომ 10 მილიონი ლარი ამოიღოს ჯარიმების სახით.“