საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს“ ფოთშიც გაიმართა

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომის მემორიალთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
მათი განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ს ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
“უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვუერთდებით სააქციო პოლიფონიას და ვცდილობთ აქედან გავაგონოთ სხვადასხვა რეგიონის ადამიანებს, რომ დანაც ვაქტიურობთ და ვაპროტესტებთ ამ კანონს. დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა, რომ ემხრობიან ევროპულ მომავალს, მაგრამ ისინი არ აპირებენ გაიწვიონ “რუსული კანონი” . ვეწინააღმდეგებით ამგვარ მოქმედებას და ჩვენ ვამბობთ: “არა რუსულ კანონს. გვინდა, რომ ჩვენი საგარეო კურსი იყოს მთლიანად ევროპისკენ მიმართული და არ გვსურს ხვალ გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა კუბეციამ.

ასევე დაგაინტერესებთ