მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ს წინადადებას, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს, „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს.
მელიას თქმით, არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მიუხედავად ამისა, მელია აღნიშნავს, რომ სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა:
„თუკი ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა და სხვადასხვა ტიპის ერთობის ჩამოყალიბებაში რაიმე მონაწილეობა მიგვიღია, მათი დიდი ნაწილი პარტია „ახალშია“. ვფიქრობ ჩვენ არათუ ვიზიარებთ მსგავს იდეებს, არამედ პრაქტიკაში განგვიხორციელებია. რაც შეეხება სააკაშვილს, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, მე ვფიქრობ ჩემი მხრიდან საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, მერაბიშვილზე, სააკაშვილზე კეზერაშვილზე, ახლა ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად უადგილო.
მე ვფიქრობ რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ და ასე ელექტორალური ერთობა რიტორიკულად შეიძლება მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მე მჯერა რომ ეს იქნება ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა. სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა,“ — აცხადებს ნიკა მელია ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა და ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე საერთო სიით გასვლა შესთავაზა.
ვრცლად წაიკითხეთ: სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს

ასევე დაგაინტერესებთ