მელანი ჯოლი – კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს – სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი

ჩვენ სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კანადა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რასაც საქართველოში ცდილობს და ჩვენ ამ თვალსაზრისით (ბალტიისპირეთის ქვეყნების) მაგალითს მივყვებით, სანქციებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს დავუწესებთ, რომლებიც ან ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულნი, ჩვენი სანქციების რეჟიმის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩემგან უფრო მეტს მოისმენთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.
შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუშინ განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, “ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს”.
დღეს, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ ადამიანების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ბალტიისპირებითის ქვეყნებში შესვლას ვერ შეძლებენ.
„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა