მედია: 70 მეტრი სიმაღლის კორპუსი ძეგლთან – მესაკუთრემ 4 დღის წინ „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

“ოცნების” შემწირველი, ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში, 19-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის ადგილზე ბელეტაჟებს ანგრევენ.

გამოცემის ცნობით, მშენებლობას შპს “თაუერ ჯგუფი გორგასალი” ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს. კომპანიის 67 % “ქართული ოცნების” შემწირველს, სულიკო ჭყონიას ეკუთვნის, რომელმაც 2023 წლის 10 ნოემბერს პარტიას 60 000 ლარი შესწირა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გორგასლის #61-ში, ერთსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპანია მერიას წერს, რომ ძეგლი შეისყიდა და მის აღდგენას გეგმავს.

სამუშაოები უკვე დაწყებულია. საინფორმაციო დაფაზე აღნიშნულია, რომ გაცემულია ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა, თუმცა უცნობია, ეს ითვალისწინებს მთლიანად ძეგლის თუ მხოლოდ ფასადის შენარჩუნებას.

დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსი მრავალფუნქციურია და აქ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე აპარტამენტებს მოაწყობენ. შენობას ექნება 2 მაღალი კომერციული სართული, მე-16 სართულის ჩათვლით საცხოვრებელი, ხოლო უფრო მაღალ სართულებზე აპარტამენტები. ბოლო სართულზე პენტჰაუსის მოწყობას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ